“ფიორენტინას” ვინგერმა, კრისტიან ტელიომ, რომელიც “ბარსელონას” საკუთრებაში იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ერთ-ერთ დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც კატალონიურ კლუბს ტურინის “იუვენტუსი” გაუწევს წინააღმდეგობას.
“ვფიქრობ, “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” შანსები – კატალონიელთა სასარგებლოდ, 60-40 პროცენტზეა. მაგრამ ტურინელები ძლიერები არიან. თავიანთ სტადიონზე ისინი უბრალოდ არ მარცხდებიან და იმ განლაგებით, რომელსაც ალეგრი იყენებს, მათთვის ბევრი გოლის გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია. დიბალა და იგუაინი – “იუვენტუსის” ამჟამინდელი სახეები არიან, მაგრამ “ბარსელონა” ასევე ყურადღებით უნდა დააკვირდეს კუადრადოსა და ალექს სანდროს.” – ციტირებს ტელიოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი 11 აპრილს, ტურინში შედგება, ხოლო საპასუხო შეხვედრა – 19 აპრილს, კატალონიის დედაქალაქში.


