მაშ ასე! გაირკვა 2010 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ მიესალმოთ – ლიონელ მესი.
“ბარსას” ფეხბურთელს “ოქროს ბურთი” დღეს საღამოს, ციურიხში გამართულ ცერემონიალზე გადაეცა. მასთან ერთად აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი.
ლიონელ მესიმ “ოქროს ბურთი” ზედიზედ მეორედ მოიგო. მას ჯილდო “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გადასცა.
“ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობის გამოცხადებამდე, “ფიფამ” დაასახელა საუკეთესო თერთმეტეული, რომელშიც “ბარსელონას” ექვსი ფეხბურთელი მოხვდა. სრული სია ასეთია: პიკე, პუიოლი, ინიესტა, ჩავი, ვილია, მესი, კასილიასი, მაიკონი, ლუსიო, სნეიდერი და კრისტიანუ რონალდუ.
წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება გადაეცა ჟოზე მოურინიოს. მას კონკუენციას “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ვისენტე დელ ბოსკე უწევდნენ.



