მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოჩეტინო: “ბარსელონა”? მე “ესპანიოლის” გულშემატკივარი ვარ”

პოჩეტინო: “ბარსელონა”? მე “ესპანიოლის” გულშემატკივარი ვარ”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც, მას არ შეუძლია კატალონიის “ბარსელონა” ჩაიბაროს.

ლუის ენრიკეს შესაძლო შემცვლელთა შორის, პოჩეტინოს სახელმაც გაიჟღერა, თუმცა, 45 წლის არგენტინელი სპეციალისტის აზრით, ის “ბარსელონას” გაწვრთნას არ აპირებს.

“ეს ინტერესთა კონფლიქტი იქნებოდა. მე “ესპანიოლის” გულშემატკივარი ვარ. ვფიქრობ, ამის გათვალისწინებით, ბევრი საუბარი საჭირო არცაა.” – აცხადებს პოჩეტინო, რომელიც “ესპანიოლში” 1994-2000 წლებში თამაშობდა, 2009-2012 წლებში კი, “ბარსელონას” პრინციპულ მეტოქეს წვრთნიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში