მოგეხსენებათ დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე ფიფას გალა–წარმოდგენა გაიმართება, სადაც “ოქროს ბურთის” მისაღებად “ბლაუგრანას” სამი ფეხბურთელი, ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი იბრძოლებენ.
ამასთან დაკავშირებით “ბარსას” რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
ვილია: ” სამივე მათგანი იმსახურებს ამ ჯილდოს. მე ვისურვებდი, რომ ეს პრიზი სამივეს გადასცენ.”
პიკე:” რა თქმა უნდა მესი მსოფლიოში საუკეთესოა, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ თუ ესპანეთის ნაკრების შედეგებს გადავხედავთ ოქროს “ბურთს” ჩავი და ინიესტაც იმსახურებენ.”
პუიოლი:” სამივე მათგანი საოცარი ფეხბურთელია და მე ვამაყობ, რომ ისინი ჩემი თანაგუდნელები არიან. მსურს, რომ მათ “ბარსელონაში” კიდევ მრავალი წელი ითამაშონ და დიდ წარმატებებს მიაღწიონ.”



