მადრიდის “რეალი” “ბარსელონასა” და ისკოს ურთიერთობით უკმაყოფილოა და ესპანელ ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკის გარეშე დატოვებით ემუქრება. ამ ინფორმაციას Cuatro ავრცელებს.
ისკოსა და “რეალს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წელს გასდის და ფეხბურთელი მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. პარალელურად, “ბარსელონა” 24 წლის ფეხბურთელს ფინანსურად მომგებიან წინდადებას სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ის “რეალს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და კატალონიურ გუნდს უფასოდ შეუერთდება.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას არ მოსწონს, რომ ისკო კონტრაქტის გახანგრძლივებას აჭიანურებს და მას სათამაშო პრაქტიკის გარეშე დატოვებით ემუქრებიან.


