“ბარსელონას” ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ გაწვრთნის გუნდს მომდევნო სეზონში. ამ ინფორმაციას კატალონიელთა სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი ავრცელებს.
“ჯერ კიდევ არ გვაქვს გადაწყვეტილი, ვინ გაწვრთნის “ბარსელონას”. ამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო საკმარისზე მეტი გვაქვს.
ვფიქრობ, ამ დროისთვის, ყურადღება სხვა საკითხებზე უნდა გავამახვილოთ, ვინაიდან სეზონის ამ ეტაპზე სხვა თემები უფრო მნიშვნელოვანია.
როდესაც ამის დრო მოვა, ახალი მწვრთნელის ვინაობას დავასახელებთ. ამ საკითხს მთელი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, ახლა კი საჭიროა აქცენტი გუნდის თამაშებზე გავაკეთოთ.” – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ტოვებს.



