“ბარსელონა” მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს.
კატალონიური კლუბი პრიორიტეტულ დავალებად “ვალენსიას” მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერს თვლის. “ბარსელონა” ფეხბურთელის შეძენას სეზონის დასრულების შემდეგ შეეცდება.
ჭორებმა კატალონიურ კლუბს “არსენალის” მცველი, ჰექტორ ბელერინი დაუკავშირეს. თუმცა, ამ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ძალიან დიდია. “არსენალმა”, შესაძლოა, მის სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონი ევრო მოითხოვოს. გარდა კანსელუსა, სიაში “მონაკოს” მცველი, ჯიბრილ სიდიბეც შედის.
აღინიშნება, რომ “ბარსელონა” არ აპირებს ტრანსფერები განახორციელოს მანამ, ვიდრე ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნება. ლუის ენრიკე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ კლუბს დატოვებს.



