“ბარსელონას” ნახევარმცველმა, დენის სუარესმა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ისკო ალარკონი შეაქო.
“ისკოზე ყველა ერთსა და იმავეს ფიქრობს. ის წარმოუდგენელ ტალანტს ფლობს, ის “რეალის” ფეხბურთელია. როდესაც მისი კონტრაქტის მოქმედების ვადა ამოიწურება, შეიძლება ჩვენ კლუბში მისი გადმოსვლის საკითხის განხილვა. რა თქმა უნდა, ისკოსთან ერთად “ბარსელონაში” თამაშს ვისურვებდი. კლუბი ყველა ძლიერი ფეხბურთელისთვის ღიაა.” – განაცხადა დენის სუარესმა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” ისკოთი ინტერესდება და მზადაა მას 20 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ ის 2018 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.


