მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “აგუსტი მონტალ კოსტამ “ბარსელონას” მენტალიტეტი შეცვალა”

ბართომეუ: “აგუსტი მონტალ კოსტამ “ბარსელონას” მენტალიტეტი შეცვალა”

დღეს, 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი აგუსტი მონტალ კოსტა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა ხოსეპ მარია ბართომეუმ.

“მონტალმა “კამპ ნოუ” თავისუფალ ადგილად აქცია. დღეს დავკარგეთ კარგი პიროვნება და გამორჩეული ბარსელონისტი. კოსტა კლუბს ხელმძღვანელობდა ფრანკიზმის ბოლო წლებიდან დემოკრატიის საწყის წლებამდე, ის იბრძოდა კატალონიური ენისა და რეგიონის სიმბოლოებისთვის.

მონტალი არის პრეზიდენტი, რომელმაც კლუბში მიიწვია იოჰან კრუიფი. მან “ბარსელონას” სტილი და მენტალიტეტი შეცვალა.“-ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Marca.

მონტალ კოსტა “ბლაუგრანას” 1969-1977 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდი ცნობილია იმით, რომ 1973 წელს კლუბს შეუერთდა ლეგენდარული იოჰან კრუიფი, რომელმაც შემდგომში მწვრთნელისა და ფეხბურთელის ამპლუაში “ბარსელონას” ისტორიაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში