როგორც იცით, “ბარსელონას” ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. კატალონიური კლუბი ალკანტარას დაბრუნებას ისახავდა მიზნად და ტრანსფერის თაობაზე “ბაიერნს” დაუკავშირდა, მაგრამ Cadena Ser-ის ინფორმაციით, მიუნხენელებმა ისინი უარით გაისტუმრეს.
უახლოეს მომავალში “ბაიერნი” ტიაგოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში იწურება.
ალკანტარამ “ბარსელონა” 2013 წელს, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა.
აქამდე, ესპანელის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში დაბრუნება სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმაც გამორიცხა.



