სერხიო ბუსკეტსი შიშობს, რომ “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
“ხშირად პატივისცემის გრძნობა “რეალსა” და “ბარსელონას” შორის ქრობას იწყებს, ყველაზე აუცილებელი კი კლუბებს შორის ამ გრძნობის არსებობაა.”-ამბობს ბუსკეტსი.
როგორც იცით, “ბარსელონა” აქტიურად ცდილობს სერხიო ბუსკეტსის შემცვლელის პოვნას.



