“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, აგუსტი მონტალ კოსტა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება Mundo Deportivo.
მონტალი კატალონიურ კლუბს 1969-დან 1977 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი პრეზიდენტობა, კერძოდ, იმითაა ცნობილი, რომ 1973 წელს ესპანურმა გრანდმა ამსტერდამის “აიაქსიდან” იოჰან კრუიფი შეიძინა, რომელმაც “ბარსელონას” ისტორიაში ჯერ როგორც ფეხბურთელმა, შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა, უდიდესი კვალი დატოვა.
მონტალის მამა, აგუსტინ მონტალ გალობარტი ასევე იყო “ბარსელონას” პრეზიდენტი 1946-1952 წლებში.



