“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.
კატალონიური კლუბი ყველა ხაზის გაძლიერებას გეგმავს და, რა თქმა უნდა, თავდასხმა გამონაკლისი არ არის.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანური გრანდი ორი მოთამაშის ვარიანტს განიხილავს. ესენი არიან: პაულო დიბალა და ანტუან გრიზმანი. ფრანგი “ბარსელონას” სტაბილურობით ხიბლავს, ხოლო არგენტინელი – ტალანტით.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და ჯერჯერობით, უცნობია თუ ვინ დაიკავებს მის პოსტს.



