არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის გულშემატკივარი ბარსელონას ყველა მოქალაქე არ არის.
მას შემდეგ, რაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ვიცე-კაპიტანმა “ვალენსიას” კარში დუბლი გაიფორმა, ლა ლიგის პრეს-სამსახურმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ასეთი განცხადება გააკეთა: “ბარსელონაში მესი რელიგიაა“.
“ესპანიოლის” პრეს-სამსახურმა, პასუხის სახით, ოფიციალურ გვერდზე გუნდის ლეგენდების – რაულ ტამუდოს, მარანონას, ტომას ნ’კონოსა და ჯონ ლაურიდსენის ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით : “არა, ჩემო მეგობრებო ლა ლიგიდან. იცით, აქ ბარსელონაში ჩვენ პოლითეისტები ვართ”.


