ლეგენდარულმა იტალიელმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ, რომელიც ამჟამად ამერიკულ “ნიუ იორკ სიტიში” ირიცხება, საკუთარი აზრი გამოთქვა “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირების შესახებ. “ბებერი ქალბატონი” კატალონიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში შეხვდება.
“ამ “იუვენტუსს” “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია. ეს შეხვედრები ჩემპიონთა ლიგის ფინალისგან განსხვავებული იქნება. ბერლინში გამართული ფინალის შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ ორივე გუნდი შეიცვალა.”-ციტირებს პირლოს Sport.
“იუვენტუსი” და “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს 2014/15 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” გამარჯვება იზეიმეს ანგარიშით 3:1.


