2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, “ბარსელონა” პრობლემურ პოზიციებს გააძლიერებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი ბევრი მოთამაშის გაფორმებას არ აპირებს, იგეგმება მხოლოდ 3 ტრანსფერი.
“ბლაუგრანა” იყიდის მარჯვენა მცველს, ცენტრალურ მცველსა და ნახევარმცველს, იტყობინება Marca.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე გუნდს პრობლემა დანი ალვესის წასვლის შემდეგ შეექმნა და ჯერ არ მოუგვარებია. დაცვის ცენტრში “ბლაუგრანას” 2 ასაკიანი შემსრულებელი ჰყავს – ხავიერ მასკერანო, რომელიც მომავალ სეზონში 33 წლის იქნება და ჟერემი მატიე (34).
სწორედ ამიტომ, კლუბი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გაფორმებას გეგმავს. ანდრეს ინიესტას ასაკიც გვახსენებს თავს. ფეხბურთელი ხშირად ზიანდება და ძირითადად, მატჩის ბოლომდე დასრულებას ვერ ახერხებს. “ბარსელონა” კლუბის ლეგენდის შემცვლელს იპოვის.



