კატალონიის “ბარსელონასა” და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ “სევილიაში” ასპარეზობისას, ლუკა მოდრიჩი მას “რეალში” გადასვლაში არწმუნებდა.
“როდესაც “სევილიას” ღირსებას ვიცავდი, მოდრიჩი “რეალში” გადასვლაში მარწმუნებდა. ახლა ამას აღარ აკეთებს. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ლუკას პატივს ვცემ როგორც პიროვნებასა და მოთამაშეს. მოდრიჩი სამ საუკეთესო ნახევარმცველს შორის შედის. მისი “ბარსელონაში” ხილვა მსურს.”-განაცხადა რაკიტიჩმა.
ივანის აზრით, ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს.

