მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაკიტიჩი დარწმუნებულია, რომ მესის “ბარსაში” დარჩენა სურს

რაკიტიჩი დარწმუნებულია, რომ მესის “ბარსაში” დარჩენა სურს

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესიმ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს. ხორვატის თქმით, არგენტინელი სხვა გუნდში ვერ იპოვის იმას, რაც ესპანურ გრანდში აქვს.

“დარწმუნებული ვარ, რომ მესის კლუბში დარჩენა სურს. იმას, რაც არგენტინელს “ბარსელონაში” აქვს, ფულით ვერ იყიდი.

ლეოს ძალიან ახლო მეგობარი ჰყავს ლუის სუარესის სახით. ისინი ხშირად მოდიან სავარჯიშო სესიაზე ერთად. მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.”-ამბობს რაკიტიჩი.

მესის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. კლუბს ვიცე-კაპიტანის შენარჩუნება სურს, მაგრამ ჯერჯერობით, მოლაპარაკების პროცესი უშედეგოდ მიმდინარეობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში