“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს სურთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ, იტყობინება Sport.
კატალონიური კლუბის აზრით, მადრიდული დერბი ორივე გუნდისთვის დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა იქნება. ამან “ლურჯ-ბროწეულისფრებს” შესაძლოა, ხელი შეუწყოს როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ასევე პრიმერა დივიზიონში.
ასეთ შემთხვევაში მიმდინარე სეზონში 3 დერბი გაიმართება, თუ ჩავთვლით ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩს.



