workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“დეპორტივო” – “ბარსელონა” პრევიუ

“დეპორტივო” – “ბარსელონა” პრევიუ

ტექნიკური ინფორმაცია: ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, მე-18 ტურის მატჩი, 9 იანვარი, 2011 წელი, 01:00 საათი.

მსაჯი: კარლოს დელგადო ფერეირა

სტადიონი: “რიასორი”

ქალაქი: ლა კორუნია

სატურნირო მდგომარეობა: მე-12 ადგილი, 21 ქულა,(5 მოგება, 6 ფრე, 6 მარცხი) ბურთების სხვაობა 15-20

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ზაფხულს “დეპორტივო” დატოვა ერთ ერთმა ლიდერმა, ლუის ფილიპემ. ამის მიუხედავად ლა კორუნიას კლუბს თამაში არ უჭირს. ფილიპეს წასვლის შემდეგ კლუბს საფიქრალი გაუჩნდა, თუ ვინ დადგებოდა მის ადგილზე. გალიანის გუნდმა, გასული ათი შეხვედრა მოგების გარეშე დაასრულა, ხოლო მეათე, “ესპანიოლის” წინააღმდეგ 3:0 მოიგო. ასევე აღსანიშნავია გამარჯვება ბასკურ “ატლეტიკთან”, რომელიც სტუმრად მოიპოვა. ამის შემდეგ გუნდი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და მომავალი თამაში ძალზედ საინტერესოდ ითვლება.

სისუსტეები – “დეპორტივოს” საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს დაცვაში. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ზაფხულზე გუნდიდან წავიდა ერთ ერთი ლიდერი ლუის ფილიპე. ამის გარდა გუნდს თავისუფალი აქვს დაცვის მარცხენა ფლანგი და იძულებულნი გახდნენ დაებრუნებინათ 34 წლის ვეტერანი ფეხბურთელი მანუელ პაბლო, ხოლო მარჯვენა მხრიდან კარს დაიცავს კლუბის მიერ აღზრდილი, ახალგაზრდა მოთამაშე აიტამი. იგი საკმაოდ აგრესიულია და ძალიან კარგ ფორმაშია.

თავდასხმა – გუნდის მთავარი მწვრთნელი დღეს საღამოს აპირებს მხოლოდ ერთი თავდამსხმელით, ადრიანით თამაშს, რომელიც ადგილობრივი კლუბის აღზრდილია. იგი ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაია და ბოლო ორ თამაშში ხუთი გოლის გატანა შესძლო. ადრიანს სხა გუნდების გარდა “ბარსელონას” კარიც აქვს დალაშქრული, მან გასულ წელს კატალონიურ კლუბს ერთი გოლი გაუტანა. ადრიანი არის საკმაოდ სწრაფი, ტექნიკური და ძლიერი ფეხბურთელი, რომელსაც მეტოქეთა საჯარიმოში ბევრი სახიფათო მომენტის შექნა შეუძლია.

განაცხადი:
“ბარსელონა”: ვალდესი, პინტო, ალვეში, პუიოლი, პიკე, მაქსველი, აბიდალი, ადრიანო, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, მაშერანო, კეიტა, აფელაი,ბუსკეტსი, ბოიანი, ხეფრენი, პედრო, მესი, ვილია.

“დეპორტივო”: არანსუბია, მანუ, მანუელ პაბლო, ლოპო, ლაურა, კოლოტოვი, რინდაროი, აიტამი, როჩელა, რუბენ პერესი, პაბლო ალვარესი, ანტონიო ტომასი, საული, ვალერონი, დესმარეტსი, ხუან დომინგესი, ლასადი, ადრიანი.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბარსელონა”:ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, მაშერანო, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, ვილია.

“დეპორტივო”:არანსუბია, აიტამი, კოლოტოვი, ლოპო, მანუელ პაბლო, რუბენ პერესი, ანტონიო ტომასი, საული, დესმარეტსი, ხუან დომინგესი, ადრიანი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში