მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სურს, რომ ინიესტამ “ლა მასიას” პროექტებს უხელმძღვანელოს

“ბარსელონას” სურს, რომ ინიესტამ “ლა მასიას” პროექტებს უხელმძღვანელოს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობას ანდრეს ინიესტასთან კონტრაქტის გახანგრძლივება 30 ივნისამდე სურს. მოცემულ მომენტში მხარეები ხელშეკრულების უკანასკნელ დეტალებზე თანხმდებიან. კაპიტანი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის კიდევ ერთი წლით გადავადების შესაძლებლობა ექნება.

კატალონიური კლუბი ინიესტას თავის სამომავლო გეგმებსაც უკავშირებს. Marca-ს ინფორმაციით, ესპანურ გრანდს სურს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ანდრესმა მუშაობა საფეხბურთო აკადემია “ლა მასიაში” განაგრძოს.

მოსალოდნელია, რომ ნახევარმცველი “ლა მასიის” სპორტულ პროექტებს უხელმძღვანელებს. გუნდის ფილოსოფია უცვლელია: “ბარსელონა” ფსონს აკადემიის მიერ აღზრდილ ფეხბურთელებზე აკეთებს. თავად ინიესტას ამ შემოთავაზებაზე ჯერჯერობით, არ უპასუხია.

ინიესტას კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2018 წელს იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში