მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გამართულ შეხვედრას (6:1) ეხმაურება.
“თამაშს ვუყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი. ამ შეხვედრიდან სიამოვნება ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა მიიღო. ეს დაუვიწყარი ქამბექი იყო.” – განაცხადა რონალდომ, რომელსაც “ბარსელონაშიც” უთამაშია.



