workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის პრევიუ: “ბარსელონა” – “პარი სენ-ჟერმენი”

მატჩის პრევიუ: “ბარსელონა” – “პარი სენ-ჟერმენი”

რთული. ძალიან, ძალიან რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. კატალონიის “ბარსელონა” დღეს “კამპ ნოუზე” შეეცდება “პარი სენ-ჟერმენის” 4-ბურთიანი ჰანდიკაპი აღმოფხვრას და მომდევნო ეტაპზე გავიდეს, მსგავსი ფაქტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიას არ ახსოვს.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზულმა გუნდმა “პარკ დე პრენსზე” 14 თებერვალს “ბარსელონას” 4 უპასუხო გოლი გაუტანა, კატალონიელთა გულშემატკივრები მაინც შემართებით ემზადებიან დღევანდელი შეხვედრისთვის. წინა კვირაში ჩატარებულმა მატჩებმა ყველას უჩვენა, რომ ისეთი გუნდისთვის, როგორიც “ბარსელონააა”, შეუძლებელი არაფერია.

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონა” ზედიზედ 14 მატჩია “კამპ ნოუზე” არ დამარცხებულა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ბევრად რთულადაა, შეძლებს კი კატალონიური კლუბი იმ ანგარიშით მოგებას, რომელიც ხელს აძლევს? პსჟ-ს ერთმა გოლმეც კი, შესაძლოა, ბევრი რამ გადაწყვიტოს, ამ შემთხვევაში “ბლაუგრანას” 6 გოლის გატანა დასჭირდება.

ყველა ვთქნხმდებით იმ ფაქტზე, რომ ეს იოლი საქმე არ იქნება, მაგრამ გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევაა, მათ შეუძლიათ დღეს ისტორიაში შევიდნენ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად შემოატრიალონ შეხვედრა 0:4-დან. ლუის სუარესის თქმის არ იყოს: “თუ რომელიმე გუნდს ამ სასწაულის მოხდენა შეუძლია, ეს “ბარსელონაა”. ფაქტია ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ვნახოთ რამდენად გამოგვივა.

გუნდების სიახლეები

“სელტასთან” მატჩის (5:0) შემდეგ კატალონიურ გუნდში ერთადერთი ცვლილებაა, განაცხადში დენის სუარესის ადგილი ანდრე გომეშმა დაიკავა. გალისიელი ნახევარმცველი ხორდი მასიპთან, ჟერემი მატიესა და ალეიშ ვიდალთან ერთად მატჩს ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს.

სასურველი მიზნის მიღწევისთვის დღეს ეს ბიჭები იბრძოლებენ: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში და უმტიტი.

რაც შეეხება ფრანგულ კლუბს, ბოლო დროს კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ადრიენ რაბიოსა და ანხელ დი მარიას თამაში, თუმცა, საბოლოოდ, ორივე ფეხბურთელი მზადყოფნაშია და უნაი ემერის განაცხადში მოხვდა. “ბარსელონას” ექსფეხბურთელი ტიაგო მოტა, რომელმაც წინა დაპირისპირება დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, დღეს დაზიანების შედეგად იუქმებს.

მწვრთნელების ვერდიქტი

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს დღევანდელი რეალობა ძალიან კარგად ესმის, თუმცა მან, თავისი ფეხბურთელების მსგავსად, იცის, რომ თუ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს და იღბალი მათ მხარეს იქნება, სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. “პსჟ-სთან მატჩში ბევრი გოლის გატანა დაგვჭირდება, რასაც ბოლო დროს თავს შესანიშნავად ვართმევთ.” ასტურიელმა სპეციალისტმა გუშინ ჟურნალისტებს უთხრა: “ჩვენ ხვალ არაფერი გვაქვს დასაკარგი და ყველაფერი მოსაგები.”

“ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია მატჩის დებიუტშივე გავიტანოთ, ამას კი მეტოქის ანერვიულება მოჰყვება, შემდეგ კი გამორიცხული აღარაფერია.”

რაც შეეხება “პარი სენ-ჟემრენის” თავკაცს, უნაი ემერის, ის “ბარსელონას” ძალიან კარგად იცნობს, ესპანელი სპეციალისტი კატალონიურ გუნდს 25-ჯერ დაუპირისპირდა და 2-ჯერ იმარჯვა. “ჩვენ ვთამაშობთ დიდებული გუნდის წინააღმდეგ, “ბარსელონა” ის კლუბია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩვენ შევეცდებით ანალოგიური გავაკეთოთ, რაც პარიზში, შევუტევთ, დაცვაში კარგად ვითამაშებთ და მთავარია ინდივიდუალური ორთაბრძოლები მოვიგოთ.”

გუნდების ფორმა

“ბარსელონა” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩებს ძალიან კარგად ატარებს. ჯგუფურ ეტაპზე კატალონიურმა გუნდმა “კამპ ნოუზე” 3 შეხვედრა ჩაატარა, გაიტნა რა 15 გოლი და გაუშვა 0. “ბლაუგრანამ” 7:0 გლაზგოს “სელტიკი” დაამარცხა, ხოლო “მანჩესტერ სიტისა” და “გლადბახს” ერთნაირი ანგარიშით, 4:0 სძლია. “ბარსელონას” მიერ “კამპ ნოუზე” ჩატარებულ ბოლო 2 შეხვედრაში მეტოქექბი “ხიხონი” და “სელტა” იყვნენ, ამ 2 მატჩის ჯამში ლუის ენრიკეს გუნდმა 11 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა, 6:1 “სპორტინგი” დაამარცხა, ხოლო 5:0 გალისიური კლუბი.

“პარი სენ-ჟერმენი” ყველა ტურნირის მატჩების მიხედვით, ზედიზედ 14 შეხვედრაა დაუმარცხებელია. ფრანგულ კლასიკოში პარიზელებმა “მარსელი” გაანადგურეს, ანგარიშით 5:1 და ლიგა 1-ის ლიდერ “მონაკოს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.

ისტორია

2014/2015 სეზონში პსჟ “კამპ ნოუზე” 3-ჯერ ესტუმრა, პირველ შემთხვევაში ფრანგები 1:3 დამარცხდნენ, პლეი-ოფში კი – 0:2. “ბარსელონა” 10 წელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირს 1/8 ფინალური ეტაპიდან არ გამოთიშულა, 2007 წელს კატალონიელები ორმატჩიან ორთაბრძოლაში “ლივერპულთან” დამარცხდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward