იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო თვლის, რომ “სევილიას” მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი “ბარსელონასთვის” იდეალური ვარიანტი იქნებოდა.
“სამპაოლი “ბარსელონასთვის” იდეალური მწვრთნელი იქნებოდა. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სპეციალისტია. ის ჩემთვის “ბარსელონას” მწვრთნელობის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია. სამპაოლი ძლიერი პიროვნებაა, რომელმაც იცის, როგორ მოიპოვოს ხალხის პატივისცემა. ის თავის გუნდს აძლევს რაღაცას, რაც მას სხვებისგან განსახვავებს. კატალონიურ კლუბსაც ის რაღაც სხვას მოუტანს – აქცენტს თამაშის ვერტიკალურ სტილზე ვაკეთებ”, – აცხადებს კაპელო.


