ხიხონის “სპორტინგთან” მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ სეზონის ბოლოს ის “ბარსელონას” დატოვებს. ასტურიელი მწვრთნელი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს, მაგრამ მას შესაძლებლობა ექნება დარჩენილ სამ თვეში საკუთარ ტიტულების კოლექციას 3 ტიტული შეამატოს.
ლუის ენრიკემ “ბარსელონაში” 10 შესაძლო ტიტულიდან 8 მოიპოვა. მან მოიგო ისტორიული ტრიპლეტი პირველივე სეზონში. ლუჩო “ბარსელონაში” კიდევ 3 თვე დარჩება და შანსი ექნება, რომ მის CV-ის 3 ტიტული დაამატოს (ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, კოპა დელ რეი).
ლუის ენრიკემ “ბარსელონაში” 2 ლა ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 1-1 ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო, მაგრამ ამ 8 ტიტულის 11 ტიტულამდე გაზრდის პერსპექტივა არსებობს ამ სეზონის ბოლომდე.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” რთულ მდგომარეობაშია პსჟ-სთან წაგების შემდეგ, “ბარსას” ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 1/4 ფინალში გავიდნენ.
ლა ლიგაში კიდევ 13 თამაშია დარჩენილი და კლუბი იბრძვის ზედიზედ მესამე პრიმერას ტიტულისთვის.
“ბარსელონას” კარგი შანსი აქვს მოიგოს კოპა დელ რეიც, სადაც ისინი ფინალში “ალავესს” დაუპირისპირდებიან 27 მაისს, “ვისენტე კალდერონზე”.
ასტურიელი “ბარსელონას” ემშვიდობება, მაგრამ წინ 3 ამაღელვებელი თვეა, სადაც გუნდს ექნება საშუალება, რომ სეზონი კარგად დაამთავროს.
და ბოლოს, იხილეთ ფოტოები, რომელიც ლუის ენრიკეს კარიერას უკავშირდება “ბარსელონას” მწვრთნელობის პოსტზე:
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()



