“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ, “სპორტინგის” წინააღმდეგ(6:1), განაცხადა, რომ მოთამაშეებმა ბოლო მომენტამდე არ იცოდნენ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შესახებ.
“ლუის ენრიკე გასახდელში შემოვიდა და გვითხრა, რომ “ბარსელონადან” მიდის. ყველანი შეძრწუნებულები ვიყავით. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ძალებს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ სეზონი წარმატებით დავასრულოთ.“-ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს AS.
როგორც იცით, ასტურიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.



