შესაძლოა, “ბარსელონა” “სპორტინგს” წამყვანი სამეულის გარეშე დაუპირისპირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელიც მსგავსი როტაციით ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩამდე, ლიდერების (მესი, სუარესი, ნეიმარი) ძალებს დაზოგავს.
“ალბათ, ეს არის შესაფერისი დღე MSN-ს დასასვენებლად. საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის წინ მივიღებ.”-ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Eurosport.
აღსანიშნავია, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” განმეორებით მატჩამდე “ბარსელონა” “სელტას” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შეხვედრა “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 3:4 დათმეს.



