მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ისკო ალარკონი გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას კვლავ არ ჩქარობს, მისი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
24 წლის ესპანელი ფეხბურთელი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა, თუმცა, ჯერჯერობით, ამ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელია, ვინაიდან მადრიდელებმა კონტრაქტში შეიტანეს ასეთი პუნქტი, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ისკოს შეძენა არ შეუძლიათ.
“ბარსელონას” ფეხბურთელის შეძენა მხოლოდ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეეძლება, ფლორენტინო პერესი კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისკოსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.



