ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველი, ჰექტორ ბელერინი “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნეთა სიაში პირველ კანდიდატურად განიხილება, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიური კლუბი ახალი მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს, ვინაიდან გასულ ზაფხულში კლუბი დანი ალვესმა დატოვა, ალეიშ ვიდალმა კი მძიმე ტრავმა მიიღო და მინიმუმ 5 თვეს გამოტოვებს.
ბელერინის გამოცდილება პრემიერ-ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ყურადღებას იქცევს. გარდა ამისა, კატალონიელებისთვის ჰექტორის გაფორმება რთული იქნება. “არსენალი” თავისი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს, ვიდრე ესპანელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ჰექტორ ბელერინი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია.



