“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.
“ერთ-ერთი ესპანური გამოცემა წერდა, რომ “ბარსელონაში” თამაშზე ვოცნებობ, მაგრამ ეს არასდროს მითქვამს.
ჩემი ოცნება პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. “ბარსელონასთან” პირველ მატჩშიც რომ წაგვეგო, მაინც იგივეს გეტყოდით. მე მჯერა ამ კლუბის და მისი პროექტის”, – აცხადებს ვერატი.

