ESPN FC იტყობინება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარ და სილვას აპელაცია უარყოფილია. ბრაზილიელი სასამართლოს წინაშე წარსდგება.
DIS-ის ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან ბრაზილიელი ფეხბურთელისა და მისი მამის თაღლითობაში საინვესტიციო კომპანიის მიმართ, რომელიც 2013 წელს ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” ტრანსფერის 40%-ს ფლობდა.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერი 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ შედგა, შემდგომში კი ცნობილი გახდა, რომ დასახელებული თანხა საგრძნობლად შემცირებულია. ხელმძღვანელებს ამის გამო ნეიმარის დასჯა სურთ.
პროკურორების მიზანია ნეიმარის თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ასევე ფულადი ჯარიმა 10 მილიონი ევროს სახით. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი ამ ვადას ციხეში მოიხდის.
“ბარსელონა” და “სანტოსი” 15 მილიონი ევროთი დაჯარიმდებიან.




მისცენ ერთი ორი მილიონი და ჩააგდებინონ ყველას ენა
elchestan iyo eg kata 😀
რა ვერ მორჩა ეს პროცესები