“ბარსელონა” ტრავმირებული ალეიშ ვიდალის შემცვლელის ძიებას აგრძელებს.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა რობერტო როსალესისა (“მალაგა”) და ხუანფრან მორენოს (“დეპორტივო”) კანდიდატურებს განიხილავს, იტყობინება Mundo Deportivo.
როსალესმა მიმდინარე სეზონში, პრიმერაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა სამი შედეგიანი გადაცემა, ხუანფრანმა კი 19 ჩატარებულ შეხვედრაში ოთხი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.



