ყველას კარგად მოეხსენება რაც მოხდა სამშაბათს, ამიტომ “ბარსელონა” ისტორიული ქამბექისთვის ემზადება. იქამდე, “ბარსელონას” 4 ლა ლიგის თამაში უწევს, აქედან ერთ-ერთი დღეს გაიმართება, 23:45 საათზე, “ლეგანესის” წინააღმდეგ. გთავაზობთ, მატჩის პრევიუს.
გუნდების სიახლეები
“ბარსელონას” არ ეყოლება ალეიშ ვიდალი, რომლისთვისაც, სეზონი დასრულდა. მასკერანომ და თურანმა ნორმალურად ივარჯიშეს.
“ლეგანესმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი ფეხბურთელი შეიძინა. ცნობილია, რომ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს რუბენ პერესი. ტრავმის გამო, მატჩს დააკლდება კონე, სერანტესი, იბანიესი და ტიმორი.
მწვრთნელების აზრით…
ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ, ამონარიდს: “ლეგანესს” ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია ტაქტიკით და სხვადასხვა ფეხბურთელებით, რომლებსაც კარგი ინდივიდუალური მონაცემები გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, “ლეგანესი” პრესინგს მიმართავს და შეგვაწუხებს”
“ლეგანესის” მწვრთნელის ასიერ გარიტანოს მოსაზრება მატჩის წინ: “ბარსელონამ” პარიზში გამანადგურებელი ანგარიშით წააგო. სამწუხაროდ, ჩვენც წავაგეთ “სპორტინგთან”, ორივე მხარემ მნიშვნელოვანი მატჩები წააგო, რაც ცუდია. როცა აგებ მატჩს, ეს იწვევს ფეხბურთელების მორალურად დაცემას”.
ფორმა
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახისა, “ბარსელონა” ლა ლიგის უკანასკნელ მატჩებში ცუდად არ გამოიყურება. გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო. გაიტანა 19 გოლი და გაუშვა მხოლოდ 1. ასევე, გუნდი კოპა დელ რეის ფინალშია გასული.
“ლეგანესი” ლა ლიგის ბოლო მატჩებში კარგად ვერ გამოიყურება. ამას სტატისტიკაც მოწმობს. მაგალითად, მათ ბოლო 6 შეხვედრაში 5-ში ვერ მოახერხეს გოლის გატანა.
ისტორია
ამ გუნდების დაპირისპირება მხოლოდ ერთხელ მოხდა ლა ლიგაში, ისიც ამ სეზონში. ასე რომ, “ლეგანესის” ფეხბურთელებს საშუალება მიეცემათ, “კამპ ნოუზე” “ლეგანესის” მაისურით, პირველად ითამაშონ.
რაც შეეხება ამ ერთ მატჩს, ეს გაიმართა “ბუტარკიზე”, სადაც “ბარსელონამ” 5-1 მოიგო.


მესის პოკერი არ გვაწყენდა და სუარესის ჰეთ-ტრიკი
Xvedelidze goli….!
Dges frec geyofat:D