მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხორხე სამპაოლი – “ბარსელონას” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი

ხორხე სამპაოლი – “ბარსელონას” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი

იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს ლუის ენრიკე გუნდს დატოვებს მას, დიდი ალბათობით, არგენტინელი სპეციალისტი, ხორხე სამპაოლი შეცვლის, იტყობინება The Telegraph.

მოგეხსენებათ, რომ 56 წლის სპეციალისტი ამჟამად “სევილიას” უდგას სათავეში და მისი გუნდი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მე-3 პოზიციას იკავებს. თავის მხრივ, ლუის ენრიკეს “ბარსა” მეორე ადგილზეა, თუმცა ასტურიელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

ხორხე სამპაოლის გარდა “ბარსელონას” მომავალ მწვრთნელებად ასევე მოიაზრებიან “ტოტენჰემის” მაურისიო პოჩეტინო და “ევერტონის” რონალდ კუმანი, ასევე იყო საუბარი ერნესტო ვალვერდეზეც, თუმცა ფავორიტად 56 წლის არგენტინელი მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე “ბარსელონაში” 2014 წელს დანიშნეს. არასრული 3 წლის განმავლობაში ასტურიელმა თავკაცმა კატალონიელებთან ერთად 2 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში