მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: „პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა იმედს არ ვკარგავ“

ლუის ენრიკე: „პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა იმედს არ ვკარგავ“

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში პსჟ-სთან მარცხის შემდეგ (0:4) პირველი კომენტარი გააკეთა. 

“ყველაფერი მარტივია: მეტოქე ბურთითაც და მის გარეშეც ძლიერი იყო. მათ ერთობლივად გაიმარჯვეს, ითამაშეს ეფექტურად – შედეგი საკმაოდ განმაცვიფრებელია. არ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ბევრი ახსნა სჭირდება. ეს სპორტია, რომელიც პრობლემის გარეშე არ არსებობს. მარცხზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დამნაშავე – მწვრთნელია, მოთამაშეებიც, მაგრამ ისინი ხომ ადრე იმარჯვებდნენ. 

პირველი ტაიმის შემდეგ (0:2) სიტუაცია უკვე ძალიან რთული იყო, ჩვენ ვცდილობდით თამაშში დაბრუნებას, მაგრამ გოლი გავუშვით, შემდეგ კი მეოთხე. არა, პსჟ-მ არაფრით გაგვაკვირვა. ჩვენ მათ პრესინგზე მატჩის წინ ვსაუბრობდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ გავუმკლავდეთ. ბევრ ასპექტში დავმარცხდით. ფრანგებმა ისე ითამაშეს, როგორც ველოდით, გუნდმა თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. 

მაგრამ მე არ ვკარგავ იმედს – ჩვენ ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ. საკუთარ მოთამაშეებში ბოლომდე დარწმუნებული ვარ.“ – განაცხადა, ენრიკემ. 

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა – 8 მარტს ესპანეთში გაიმართება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (26)

  • Bakero
    schedule 16 თებ 2017, 02:39

    122 .750 000 ევრო დახარჯე და ფეხბურთელი არ გყავს რომ ძირითადში დააყენო ! გასაშვები ხარ აბა რა ხარ ბლიად !

  • davidusi 2020
    schedule 15 თებ 2017, 23:25

    გუშინდელმა თამაშმა დაგვანახა,რო ბარსამ მოტივაცია დაკარგა,ვაღიაროთ წელს ბარსა ისე ვეღარ თამაშობს როგორც შარშან, გვჭირდებოდა ახალი სისხლი და ძალიან მოტივირებული ენრიკე,გუშინ მეგონა ენრიკე შეძლებდა გუნდის მოტივირებას, პსჟ სრულიად სამართლიანად მოიგო,რაც შეეხება ახალ სისხლს, ამხელა ფული გადაიხადეს ვერცეთ ფეხბურთელზე ვერ იტყვი ბარსელონას კლას შეესაბამება სელექციონერებმა ძალიან ჩუდად იმუშავეს,ამას დაემატა ინი და ბუსკეცი ფორმაში არა,ასე რომ წელს ალბათ რეალურად თასი უნდა ავიღოთ, ახლავე უნდა დავიწყოთ მუშაობა მომავლის გუნდზე და ტრანსფერებზე,მე ენრიკეს მომხრე ვიყავი მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე მან უნდა გადაწყვიტოს თუ შეძლებს ახალი იდეების მიტანას გუნდში,თუ არადა წავიდეს უნდა,გუნდიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელია გასაშვები რომელიც ბარსას არ შეესაბამება.მე დარწმუნებული ვარ მესის ნეიმარი სუარესის ბუსკეცის ინიესტას პიკეს და ალბას 3-4 მაგარი სეზონის თამასი შეუძლიათ.

  • lukaculecule123
    schedule 15 თებ 2017, 21:12

    ენრიკე უნდა წახვიდეეე გინდ ასე გამიგეე გინდ ისეე დაყლევდი

  • Lasha71
    schedule 15 თებ 2017, 19:46

    მეგობრებო ნათელია,ლუის ენრიკემ ვერ იზრუნა იმაზე, რომ ბარსელონას ტაქტიკური არსენალი გამდიდრებულიყო. ამ დროს კი ბარსელონას სტანდარტული ტაქტიკის წინააღმდეგ წამალი უკვე გამოგონილია, ესაა ტოტალური ფეხბურთი, პრესინგი, მაღალ ტემპში რაც მოითხოვს მაქსიმალურად დახარჯვას და ვინც ამას ახერხებს, ბარსელონა მათ წინააღმდეგ ვერაფერს ხდება. ბარსელონა ასე უმოტივაციოდ და უსუსურად ამიტომ გამოიყურებოდა. მითუმეტეს მძიმდება ლუის ენრიკეს ბრალი, რომ ამბობს ვიცოდი, როგორ ითამაშებდაო პსჟ. მეც მინდა დავიჯერო რომ ბარსა სახლში მოახერხებს 5_0 მოგებას, მათ ხომ ასე უკვე მოიგეს, თანაც რეალთან, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. დღეს ყველამ კარგად იცის ბარსელონას ტაქტიკა. ასე რომ თუ რაიმე შანსზეა საუბარი ეს 1%-იც ძლივსაა. გულს ნუ გავიტეხთ, ადრე თუ გვიან ასე ხდება, დროა მიხვდნენ, რომ გაამდიდრონ ტაქტიკური არსენალი. ყოველთვის ყველაფერს ვერ მოიგებ. როცა ასე გიგებენ აფასებ მეტოქეს და ვულოცავ, დამსახურებულად გაიმარჯვეს. გაცილებით ძნელია და მოუნელებელი რაც ჩემპიონატში ხდება: როცა 10 ქულას გართმევენ მსაჯები ხოლო მეტოქეს 4 ქულა პლიუსში აქვთ მსაჯების "შეცდომების" გამო. შეცდომა ვის არ მოსვლია მაგრამ, როცა ასე ტოტალურად ხდება ყველაფერი ნათელია: დიდი ხანია რეალი ესპანეთის ჩემპიონი ვერ ხდება, ვერც თასს იგებს და გადაწყვიტეს დედაქალაქში, რომ წელს რეალმა უნდა ასწიოს თასი. აღარ გავშლი იმ ფაქტს, რომ რეალს ტრანსფერების სასჯელი შეუმცირეს ანუ ფაქტიურად არ დასაჯეს იმის გამო რისთვისაც ბარსელონა აწამეს. ფაქტები სახეზეა. ასე, რომ წელს ესპანეთის თასით უნდა დავჯერდეთ. იმედია მომავალ სეზონში რაც გამოსასწორებელია გამოსწორდება. ბარსელონას ისტორიულად უწევდა ბრძოლით თავის გატანა, როგორც საქართველოს. ამიტომ დავუდგებით გვერდით განსაკუთრებით ბარსელონას, არის ამაში რაღაც, რაც ქართულ მებრძოლ სულთან აახლოებს და არა ლაჩრული მადრიდის რეალი, რომელიც დიქტატორული რეჟიმის დროს აგროვებდა ტიტულებს და ახლაც სარგებლობს დედაქალაქის მფარველობით. გაუმარჯოს ბარსელონას და კატალონიის მებრძოლ სულს! გაუმარჯოს ქართველ კულეებს!

  • giobarsa2003
    schedule 15 თებ 2017, 19:29

    ერთი სიტყვით მესიმაც ცუდად ითამაშა მაგრამ ენრიკეს ბრალიც არის რეალს ბაიერნს პსგ არსენალს ჩელსის ორივე მანჩესტერს იუვენტუსს რატო ყავთ უძლიერესი ძირითადი და თითქმის იგივე დონის ზაპასკა ამან მოიყვანა ტყუილად ვინც იყიდა არც პაცო არ აკეთებს არაფერს ნორმალური სასტავი გვინდა არ გვყავს სტაბილური გუნდი მე რაც არ უნდა მოხდეს ბარსასკენ ვარ მარა ესეც არ შეილება თამაშს თამაშზე აგებს 122,750,000 რაში დახარჯა
    ერთი მითხარით რა

  • giobarsa2003
    schedule 15 თებ 2017, 19:22

    vidali ro damtvreuli
    sergi roberto ro arafrat varga
    gomeshi oriveze uaresi ro ari