ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაასახელა სტადიონი, სადაც სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “ალავესი” დაუპირისპირდებიან.
დადასტურდა, რომ 27 მაისს ესპანეთის სამეფო თასის ფინალი “ვისენტე კალდერონზე” გაიმართება (მადრიდის “ატლეტიკოს” საშინაო არენა).
აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს “ბარსელონამ” ფინალისტი “ალავესი” დამანგრეველი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა.



