ალეიშ ვიდალის სერიოზულმა ტრავმამ იმოქმედა სამწვრთნელო შტაბზე და რობერტ ფერნანდესზე. ესპანელს მთელი შრომა წყალში ჩაეყარა – მან შანსი სულ რაღაც ორი თვის წინ მიიღო და ახლა სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.
ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონას” ერთადერთი მარჯვენა მცველი ჰყავს – სერჟი რობერტო, რომელიც პოზიციით ნახევარმცველია.
ასეთ სიტუაციაში ლუის ენრიკესა და რობერტ ფერნანდესს შეხვედრა ექნებათ. ეს შედგება პსჟ-სთან მატჩის შემდეგ.
ამ შეხვედრაზე ფერნანდესი და ლუის ენრიკე გაუზიარებენ საკუთარ ფიქრებს ერთმანეთს ამ პრობლემურ საკითხზე.
Sport-ის ინფორმაციით, ამ საკითხზე არსებობს 3 ვარიანტი:
1. ახალი ფეხბურთელის ყიდვა (მხოლოდ ლა ლიგის კლუბებიდან ან თავისუფალი აგენტის სტატუსით);
2. პირველი გუნდის რომელიმე ფეხბურთელის მარჯვენა მცველად გამოყენება, როგორც მასკერანო;
3. “ბარსელონას” ბ გუნდიდან ვინმეს დაწინაურება.
ლუის ენრიკე და რობერტ ფერნანდესი ვალდებულნი არიან, რომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღონ.



