ვიგოს “სელტას” ახალგაზრდა, 22 წლის ესპანელმა განაპირა მცველმა, ხონი კასტრომ, შესაძლოა, კარიერა კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელოს.
ამ მარჯვენა მცველის შეძენის სურვილი “ლურჯ-ბროწეულისფერა” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გამოთქვა, რომელიც ხონის რამდენიმე წლის წინ წვრთნიდა.
ჟონათან კასტროს მიმდინარე კონტრაქტი გალისიურ კლუბთან 2019 წლამდეა გათვლილი, მისი გამოსასყიდი თანხა კი 14 მილიონ ევროს შეადგენს.




კიმიხს ვინ გამოგატანს თუ ძმა ხარ
არ არის ცუდი ვარიანტი,მაგრამ კანსელუს შემდეგ
სად გამოძებნის ხოლმე ეს ენრიკე ამ ხალხსს:-))
ამას ჯობია კანსელო ან კიმიხი მოიყვანონ