პრიმერას 22-ე ტურის მატჩამდე, (“ალავესი” – “ბარსელონა” 0:6) ადგილობრივი კლუბის დაახლოებით 50 გულშემატკივარი, რომლებიც რკინის ხელკეტებით შეიარაღებულები იყვნენ, ერთ-ერთ ბარში “ბარსელონას” 20 გულშემატკივარს თავს დაესხნენ, იტყობინება Mundo Deportivo. ხულიგნებმა დაწესებულების სტუმრებს მაგიდები და სკამები ესროლეს.
ინციდენტის შედეგად, კატალონიური კლუბის ერთ-ერთი ფანი მძიმედ დაიჭრა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ მხოლოდ ერთი თავდამსხმელის დაკავება შეძლო – “ალავესის” 19 წლის გულშემატკივრის.
გთავაზობთ ასევე ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას.
[media=https://www.youtube.com/watch?v=5zbUMfankKk]



