მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს – ენრიკეს თავისი ბოლო სიტყვა არ უთქვამს

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს – ენრიკეს თავისი ბოლო სიტყვა არ უთქვამს

იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ლუის ენრიკეს წასვლას გამუდმებით მოითხოვენ და გვარდიოლას მოღვაწეობის პერიოდს მისტირიან, ალბათ მოკლე მეხსიერება აქვთ. უნდა გავიხსენოთ, რომ ვერც პეპის პერიოდში ახერხებდა “ბარსელონა” ყველა ტიტულის მოგებას და ზოგჯერ, ხოსეპის “ბლაუგრანა” ისეთი ბრწყინვალე არ იყო, როგორც გულშემატკივრებს სურთ.

როდესაც სამშაბათს, “ატლეტიკო” ტურნირს გამოეთიშა და “ბარსელონა” სამეფო თასის ფინალში გავიდა, კატალონიური კლუბის ყველაზე საღად მოაზროვნე კრიტიკოსებმაც კი შეწყვიტეს მუდმივად ფიქრი “ენრიკეს სავალდებულო წასვლის” შესახებ.

დამარცხდა გუნდი, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. შესაძლოა, კატალონიელთა მიერ ნაჩვენები თამაში ბევრისთვის სანახაობრივი არ აღმოჩნდა, მაგრამ რაც არ უნდა ითქვას, დავალება შესრულდა – “ბარსელონა” მომდევნო ეტაპზეა, სადაც “ალავესს” დაუპირისპირდება.

ბასკური კლუბის წინააღმდეგ, რომელიც “ბლაუგრანას” გუშინდელი მეტოქე იყო, კატალონიელებს დისკვალიფიკაციის გამო ძლიერი ფეხბურთელები დააკლდებათ  (რობერტო, სუარესი). ამ გუნდმა, გასული წლის სექტემბერში საკვირველი გამარჯვება მოიპოვა “კამპ ნოუზე” (2:1). 

ქომაგთა მიერ ნანატრი რევანში შედგა. თავდაპირველად, გულშემატკივრებმა კვლავ მოახდინეს ენრიკეზე ზეწოლა როტაციის გამო, რომელიც სეზონის დასაწყისში განცდილი მარცხის მიზეზი გახდა. საზოგადოება ასტურიელს მაინც აკრიტიკებდა იმის მიუხედავად, რომ ბოლო 38 დღის განმავლობაში “ბარსელონა” მე-12 მატჩს ატარებდა, ხოლო წინ “პარი სენ-ჟერმენთან” მძიმე დაპირისპირებაა. ასეთ ოპონენტს გადაღლილი მოთამაშეები ვერ დაამარცხებენ.  

მას ვინც უჩივის იმას, რომ “ბარსელონას” სტილი პროგნოზირებადია, გუნდი შემოქმედების ნაკლებობას განიცდის და ენრიკე ნათლად აკეთებს ფსონს შედეგზე, უნდა ახსოვდეს ბოლო წლებში, “ბლაუგრანას” ყველაზე შედეგიანი დამრიგებლის, ლეგენდარული გვარდიოლას სიტყვები: “შედეგი – ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო სტილი – მეორეხარისხოვანი“.

ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა სწრაფად მიუჩინა ყველაფერს თავისი ადგილი, შესვენებამდე ორი გოლი გაიტანა, მეორე ნახევარში კი კიდევ – 4. “ბარსელონას” საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სხვაობა უფრო გაეზარდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა გაზის პედლიდან ფეხი აიღო. მიუხედავად ამისა, “ალავესმა” ანტირეკორდი მაინც დაამყარა – ასეთი ანგარიშით გუნდი პრიმერაში არ დამარცხებულა.

ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო აუცილებლად უნდა შევაქოთ. მან რაკიტიჩს მოედანზე ახალი როლი მიუჩინა, რის შედეგადაც ნახევარდაცვა უფრო აგრესიული გახდა, ხოლო თავდასხმა – მეტად დინამიური. “ბარსელონას” მიერ ნაჩვენები ფეხბურთი თითქმის ყოველთვის ეფექტურია.

სწორედ ეს იყო საჭირო გუნდის გამოცოცხლებისთვის, რომელიც გვარდიოლასა და მისი მემკვიდრეების (ვილანოვა, მარტინო) მიერ გამოყენებული “ტიკი-ტაკით” უკვე ვეღარ პროგრესირებდა. “ალავესის” დაცვას მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესოდ ლა ლიგაში. აქამდე ბასკებმა 2 გოლზე მეტი ერთ მატჩში მხოლოდ ორჯერ გაუშვეს, მაგრამ “ბარსელონამ” გაუვალი კედლის დანგრევა შეძლო.

“ბარსელონამ” სამი ქულა მოიპოვა. კატალონიელების მიერ დემონსტრირებული ფეხბურთი ნათლად აჩვენებს, რომ გუნდმა არსებული სტაგნაციები დაძლია და ტიტულის პრეტენდენტის სტატუსი შეინარჩუნა, მიუხედავად ქულების დეფიციტისა. პრიმერას ისტორიაში მდევარი გუნდი არაერთხელ გამხდარა ჩემპიონი. ასეთ სიტუაციაში “ბლაუგრანაც” კი ყოფილა. პირიქითაც მომხდარა. მაგალითად, გასულ სეზონში, “რეალმა” 13-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად კინაღამ თასი აღმართა.

ლუის ენრიკემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ვინაიდან, კლასიკური სამწლიანი კონტრაქტი იწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან 8 ტიტული მოიპოვა. პირველივე სეზონში ასტურიელმა ტრიპლეტი მოიგო, მომდევნო წელს კი “ბლაუგრანა” – “ოქროს დუბლით” შემოიფარგლა (ესპანეთის ჩემპიონატი და სამეფო თასი).

“ბარსელონა” სამივე ფრონტზე ბრძოლას აგრძელებს. სამეფო თასის მოსაპოვებლად მხოლოდ 1 მატჩის მოგებაა საჭირო. ეს შეხვედრა შედგება მაისში, როცა სავარაუდოდ, ენრიკეს საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი იქნება და ვნახავთ, რას მიაღწია გუნდმა როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.

თუ ლუჩო წასვლას გადაწყვეტს, იმ გულშემატკივრებმა, რომლებიც ამ 3 წლის განმავლობაში მისდამი მხოლოდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, შეიძლება მისი დაბრუნება პირველებმა ინატრონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • mero18
    schedule 13 თებ 2017, 10:43

    მთლიანობაში საიტერესო ხედვააა, კრიტიკა აუცილებელია ეს მწთვნელსაც და ფეხბურთელებს ეხმარება მობილურობაში, თუმცა მეც ვთვლი, რომ ლუჩო ძალიან ჭკვიანია და კარგი სტრატეგიის მქონე

  • davidusi 2020
    schedule 12 თებ 2017, 19:46

    ლუჩო არ უნდა წავიდეს ერთი ორი წელი ამაზე მაგარს ვის მოიყვანენ,გუნდს ჭირდება ერთი ორი ფეხბურთელის დამატება და მის დონეზე ითამაშებს.

  • goutsaevi
    schedule 12 თებ 2017, 17:19

    გასაგებია და გასათვალისწინებელი რომ რთული კალენდარი აქვთ და როტაციები საჭიროა მაგრამ 5;0 ზე და აი არაფერში რო არ გვჭირდება ეგეთ დროს რო გამოყავს წამყვანი ფეხბურთელები და პირიქით როცა ძალიან გვჭირდება მაშინ ასვენებს ეგ არ მესმის და რა ვქნა. ატლეტიკოსთანაც ვაღიაროთ რომ გადავრჩით შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო

  • alen halilovic
    schedule 12 თებ 2017, 16:17

    ამ გუნდმა, გასული წლის სექტემბერში საკვირველი გამარჯვება მოიპოვა "კამპ ნოუზე" (2:1)

    "ძლევაი საკვირველი"

    ციტატა: lado-barca
    ლუის ენრიკე არ წავა!!! ეგრე გვარდიოლამაც გამაზა ტიტულები და ჩემპიონთა ლიგა და მერე რა


    მერე ადგა და წავიდა.

    პ.ს. ნუ ხართ სულსწრაფები. მეც არ მომწონს ჯერჯერობით არც თამაშის სტილი და არც შედეგი, მარა მთავარი სეზონის დასკვნითი ნაწილია! მერე შევაფასოთ

  • jorjone444
    schedule 12 თებ 2017, 15:33

    რაც არ უნდა მოხდეს მხოლოდ უდიდესი პატივისცემა ლუჩოს მიმართ.ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი ისტორიული ეპოქა შეექმნა.ლეგენდა!!!

  • Lionel Messi – Pure Magic
    schedule 12 თებ 2017, 15:32

    კი ბატონო დარჩეს, მაგრამ გარანტია უნდა მოგვცეს, რომ ასეთ საზიზღარ ფეხბურთს აღარ ათამაშებს გუნდს. რაც სეზონი დაიწყო ეს ტერ შტეგენი დაღალეს. მეკარეა თუ მინდვრის ფეხბურთელი? წინ 3 მეტოქის ფეხბურთელი უდგას გვერდით ფლანგებზე ორი მცველი და ძალით ატენინებენ ამ ორ მცველთან. რამდენჯერ უნდა დავისაჯოთ მაგის გამო. პრესინგი ბოლოს როდის განვახორციელეთ აღარც მახსოვს. ელემენტარულად, მეტოქის მცველს არცერთი თავდამსხმელი აღარ აწუხებს. ნელ-ნელა გუნდი ხდება მესიზე და ინიესტაზე დამოკიდებული. რომელიმე რომ არ იყოს გუნდი გააზრებულ შეტევას ვერ ანხორციელებს. ან ეს ყოველ მატჩში როტაცია აღარ გამიგია.. ყველა მეტოქესთან მინიმუმ 2 ფეხბურთელს "ასვენებს". გასაგებია გრანადებთან და ოსასუნებთან დაასვენო, მაგრამ სელტასთან გასვლაზე, ატლეტიკოსთან(ბუსკეტსი რომ გაიყვანა მეორე ტაიმის სტარტზე)? რით ვერ ჩადგნენ მთელი სეზონია სასურველ კონდინციებში? როცა მთელი 2016 წელი დასეირნობდნენ მოედანზე.
    ამ ბარსელონას არანაირი ტაქტიკური მომზადება არ ეტყობა. რომ ვუკვირდები, ლუის ენრიკეს ტაქტიკა არის ის, რომ ნეიმარი მესი უკან უნდა ჩამოვიდნენ და სუარესს უნდა გაუკეთონ პასი რომელსაც მინიმუმ 3 კაცი ფარავს.

  • BIGZ27
    schedule 12 თებ 2017, 15:19

    ჯობია სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთ გუნდზეც და ენრიკეს წასვლაზეც