“ალავესი” – “ბარსელონას” (0:6) მატჩამდე, ვიტორიაში გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა.
“ბარსელონამ” ეს ინფორმაცია დაადასტურა და ოფიციალურ საიტზე განცხადებით გამოვიდა:
“ბარსელონა” წუხს და ინციდენტს გმობს, რომელიც ქალაქ ვიტორიაში, “ალავესის” წინააღმდეგ თამაშამდე მოხდა. კლუბი ნებისმიერი სახის ძალადობაზე თავის კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს და იმედოვნებს, რომ კომპეტენტური ორგანოები შეძლებენ ამ ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნდნენ და ამ მოვლენებზე რაც შეიძლება მალე აიღონ პასუხისმგებლობა.”



