თბილისში “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი იხსნება

თბილისში “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი იხსნება

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, “ბარსელონას” ქართველ გულშემატკივრებში პოპულარული იყო სურათი, რომელზეც კატალონიური Sport-ის გუშინდელი ნომრის ერთ-ერთი გვერდი იყო ნაჩვენები. ეს სურათი იტყობინებოდა, რომ 2017 წლის 6 თებერვალს, საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ”, საქართველოში, დაამტკიცა ოფიციალური ფანკლუბი, სახელწოდებით Penya Blaugrana Tbilisi.

გუშინ ღამით კი, ეს ინფორმაცია “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “გასულ ორშაბათს, დირექტორთა საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა 15 ახალი მხარდამჭერთა კლუბი. საერთაშორისო გაფართოების ეგიდით, 6 მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს წარმოადგენს – მექსიკა, კუბა, საქართველო, ირანი, შეერთებული შტატენი, შრი ლანკა.

მათ გარდა, 9 მხარდამჭერთა კლუბი დაარსდა კატალონიისა და ესპანეთის ფედერაციებში.”

ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია გავრცელებული არაა.

ბმული “ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward