მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარსელომ “რეალის” გულშემატკივრები გააღიზიანა

მარსელომ “რეალის” გულშემატკივრები გააღიზიანა

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა, მარსელომ, 5 თებერვალს, თავის თანამემამულეს, “ბარსელონას” ვარსკვლავს, ნეიმარს, რომელიც 25 წლის გახდა, Instagram-ზე დაბადების დღე მიულოცა, რაც მადრიდული კლუბის გულშემატკივრებმა უარყოფითად აღიქვეს.

როგორც იცით, 5 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა მადრიდის “რეალის” ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუსაც, რომელსაც 32 წელი შეუსრულდა.

ფოტოსურათის კომენტარებში “რეალის” ფანებმა მარსელო გააკრიტიკეს, რადგან მან დაბადების დღე მათი საძულველი კლუბის ფეხბურთელს მიულოცა. გარდა ამისა, გულშემატკივრებს არ მოეწონათ ისიც, რომ მარსელომ ნეიმარს იუბილე რონალდუზე ადრე მიულოცა.

მარსელომ გულშემატკივრებს ასე უპასუხა: “მოკეტეთ, იდიოტებო!”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში