რეზერვისტებმა ქულები კვლავ დაკარგეს

რეზერვისტებმა ქულები კვლავ დაკარგეს

“ბარსელონა ბ” შიდა ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში “ატლეტიკო ბალეარესს” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 2:1 დამარცხდა. დაფიქსირებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სხვაობა რეზერვისტებსა და “ალკოიანოს” შორის მხოლოდ 1 ქულაა.

“ლურჯ-ბროწეულისფრები” ზედიზედ სამი მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ მაინც სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. კატალონიელებმა “ალკოიანოსა” (1:1) და “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ (0:2) ჩატარებულ შეხვედრებში ერთი ქულა მოიპოვეს.

დღევანდელ მატჩში, მთავარმა არბიტრმა გონსალეს ფრანკესმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 4 ფეხბურთელი გააფრთხილა. 88-ე წუთზე ფალიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

“ატლეტიკო ბალეარესი”: აულესტია, ვიჩი, ვალორი (დავიდ პრიეტო, 67′), მანუ, ესტებანი, ფულანა, მალიკი, კიკე (გუასპი, 70′), ხისკო (ხულიო დელგადო, 82′), ტეტე, ხურადო.

“ბარსელონა ბ”: სუარესი, პალენსია, ფალი, მარლონი, კუკურელა, სარსანედასი (პერეა, 85′), ჩემი, გუმბაუ (ნილი, 81′), ალენია, ალფარო, რომერა (მარკ კარდონა, 70′).

გოლები: 0:1 ესტებანი (საკუთარ კარში 24′), 1:1 ხურადო (51′), ხისკო 2:1 (79′). 

სატურნირო ცხრილი

მომდევნო მატჩი

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • KoCheQsa
    schedule 07 თებ 2017, 15:46

    ეე რა

  • ANRIBARCA
    schedule 05 თებ 2017, 22:26

    ციტატა: LashaBarca
    Imedia segundashi gadmosvlas moaxerxeben, shemdegi sezonistvis.


    რა სეგუნდა, სეგუნდამდე 3 ეტაპი უკლიათ კიდევ, ესენი segund B: group 3-ში არიან, სეგუნდამდე კიდე გრუპ 2 და გრუპ 1-ია დარჩენილი!