workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ლევანტე”. შეფასებები

”ბარსელონა” – ”ლევანტე”. შეფასებები

”barcamania.com” გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს და მათი თამაშის ანალიზს.

ვალდესი – 6.0
ტრადიციულად ძალიან ცოტა სამუშაო ჰქონდა. რამდენჯერმე დამაჯერებლად გამოვიდა კარიდან, ასევე დაიჭირა რთული დარტყმები. ერთხელ შეცდა, მაგრამ მაშინვე გამოასწორა შეცდომა. გაშვებულ გოლში მისი დადანაშაულება არ შეიძლება.

ბუსკეტსი – 6.5
მატჩის დიდი დრო ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაატარა. განსაკუთრებულად გამოსარჩევი არ იყო, მაგრამ თავი რამდენიმე კარგი კომბინაციით დაგვამახსოვრა.

აბიდალი – 6.5
ცენტრალური (მატჩის ბოლოს მარცხენა) მცველი კარგად გამოიყურებოდა. მოწინააღმდეგეს კარგად ართმევდა ბურთს და აზღვევდა მაქსველს. ერთ მომენტში მოწინააღმდეგის საჯარიმოში აღმოჩნდა, მაგრამ დამატებაზე მისმა დარტყმულმა არ ივარგა.

ალვეში – 7.0
ყველაზე აქტიური ”ბარსას” შემადგენლობაში. გააკეთა 2 საგოლე პასი და ამასთან ერთად გააფუჭა 4-5 მომენტი. კიდევ ერთხელ გამოიტანა ბურთი კარიდან ნაცვლად იმისა, რომ გაეტანა.

მაქსველი – 5.5
აი მეორე ბრაზილიელმა საკუთარი თავი ვერაფრით ვერ წარმოგვიჩინა. ვერც ცუდი კუთხით, ვერ კარგი. საბოლოოდ ის შეცვალეს.

მასკერანო – 6.0
მისი ძირითადი თვისებები ამ მატჩში ფაქტობრივად არ იყო საჭირო. ჯერ კიდევ ეტყობა, რომ პარტნიორების დონემდე ვერ ”ქაჩავას”. პირველი ტაიმის შემდეგ პეპმა ის უფრო ”კრეატიული” ტიაგო ალკანტარათი შეცვალა.

ჩავი – 6.5
”ბარსელონას” რეკორდსმენი ამ მატჩში საკუთარი გადაცემებით დიდად არ გამოირჩა. დირიჟორობდა საკუთარი გუნდის შეტევებს, ასევე რამდენჯერმე თვითონ დაემუქრა რეინას კარს. სამწუხაროდ კაპიტანმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

ინიესტა – 6.5
ერთ-ერთი აქტიური ფეხბურთელი ”ბარსას” შემადგენლობაში პირველ ტაიმში. მატჩის განმავლობაში სამ პოზიციაზე თამაში მოასწრო. მატჩის დასაწყისში შესანიშნავი დარტყმით შეეძლო ანგარიშის გახსნა.

ბოიანი – 4.5
ყველაზე სუსტი მოთამაშე ზედიზედ მეორე მატჩში. კატალონიის ნაკრებში ჩატარებული შესანიშნავი მატჩი პრიმერაში თავის გამოსაჩენად მას ვერ დაეხმარა. უფერული თამაში –  დაბალი შეფასება, ნაყიდია აფელაი…

პედრო – 8.0
ბრწყინვალე მატჩი! ასეთ გამოსვლებს ყველა მატჩში მისგან არავინ მოელოდა. რაც გასაკვირია და ასევე სასიამოვნოა არის იმის შეგრძნება, რომ მას თავისი ფორმის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ველოდებით მის პროგრესს. მანამდე კი, ბრავო დონ პედრო!

ვილია – 6.5
ინიესტასთან ერთად პირველ ტაიმში ძალიან აქტიური იყო, ასევე კარგად ყვებოდა შეტევებს მეორე ტაიმში. რამდენიმე კარგი დარტყმით გამოიჩა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ტიაგო – 6.5
შეცვლაზე შემოსულ კანტერანოს ერთი წუთიც არ დაჭირდა საკუთარი თავის გამოსაჩენად. კარგი დრიბლინგი და დარტყმა საშუალო დისტანციიდან, ასევე კარგი გამყოლი პასი ბოიანს. ”ნოუ კამპის” ტრიბუნა მას ტაშს უკრავდა. მისი ნიჭი შეუიარაღებელი თვალითაც კარად ჩანს. მთავარია არ მოეშვას.

კეიტა – 6.0
გააძლიერა მოედნის ცენტრი მაშინ, როცა ”ბარსა” 2-0 იგებდა. განსაკუთრებით არ გამორჩეულა. მიიღო ყვითელი ბარათი მატჩის მიწურულს საეჭვო ჯარიმის დროს.

მილიტო – 5.0
როგორი კარგი მეგობარიც არ უნდა იყოს გაბი გასახდელში მუდმივი ტრავმები და სათამაშო პრაქტიკის უქონლობა მის როლს თამაშობს. მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე გამოვიდა და დიდი წვლილი მიუძღვის გაშვებულ გოლში, რომელმაც მატჩის დაძაბული დასასრული გამოიწვია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში