Sky Sports-ის ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ, კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა ფეხბურთთან დაკავშირებით. ყველაფერს, რაც “ბარსელონას” ეხება, ქვემოთ შემოგთავაზებთ.
– მესის კონტრაქტი
– “მარტის შუა რიცხვებამდე, “ბარსელონა”,მესის კონტრაქტთან დაკავშირებით, დაუკავშირდება ხორხე მესის [ლეოს მამა – ავტ.]. ხორხე ახლა არგენტინაშია.
ახლა ერთი რამის თქმაა შესაძლებელი: მესი რჩება. არანაირი შემოთავაზება არ არის პრემიერ ლიგიდან.”
– ისკოს მომავალი
– “ისკოს კონტაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ მადრიდის “რეალი” მომავალში განიხილავს დაინტერესებულ გუნდებს.
“ტოტენჰემი” ერთ-ერთი ვარიანტი იყო, მაგრამ, მათ ის ზაფხულში სურდათ, ზამთარში არ იყო შემოთავაზებები.
“ბარსელონა” მას აკვირდება. კატალონიელები მის შეძენას მაშინ აპირებენ, როცა კონტრაქტი ამოიწურება. არის კიდევ “არსენალის” ვარიანტიც.”
– ნეიმარს და სუარესს უთანხმოება აქვთ?
– “არა, ეს არაა სიმართლე. არანაირი პრობლემა არაა ნეიმარსა და სუარესს შორის.”


აბა რა მესი აქ იქნება ყოველთვის, შეიძლება ბოლო 1 სეზონი არგენტინაში ჩაამთავვროს საბოლოოდ ყველა ესე შვრება
ჩამჭრელს რას ეძახით? რაც ხალხს აინტერესებდა იმაზე გასცა პასუხი..
kargi:)))
ჩამჭრელს რას ეძახით? რაც ხალხს აინტერესებდა იმაზე გასცა პასუხი..
ra chamchreli kitxvebia 😀