“ბარსელონას” კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში (3:0) “ბილბაოს” დამარცხების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“მეტოქე პრესინგს კარგად მიმართავდა და მცველებს შეტევის წამოწყება უჭირდათ, თუმცა გავიმარჯვეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვაში კარგად ვმოქმედებდით.
რთული მატჩი მოვიგეთ და სწორი გზით მივდივართ, მაგრამ მაინც რჩება რაღაცები, რაც უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენ პერფექციონისტები უნდა ვიყოთ”.



