უკვე წლებია, რაც “ბარსელონას” პრობლემები აქვს დაცვაში. აღარავისთვისაა სიახლე, რომ კარლეს პუიოლმა ფეხბურთს თავი დაანება. 2014 წლიდან მოყოლებული, პიკეს მეწყვილედ მასკერანო განიხილებოდა. მაგრამ, ის პოზიციით ნახევარმცველია და ამასთანავე, ასაკში შედის.
მაგრამ, გამოჩნდა ის, ვინც პიკეს კარგად შეეწყობა. ესაა ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი.
წელს “ბარელონამ” ბევრი ტრანსფერი განახორციელა. გუნდში მოვიდნენ გომეში, ალკასერი, დინი, დენისი… მაგრამ უმტიტი საუკეთესოა. ის ნამდვილად, ამართლებს გაცემულ ავანსებს.
მიმდინარე ლა ლიგის სეზონში, უმტიტიმ 10 მატჩი ჩაატარა (აქედან 9-ში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა) და “ბარსელონამ” 10-ვე მოიგო. ლუის ენრიკეს გუნდს საშინელი სტატისტიკა აქვს მის გარეშე: 10 ჩატარებულ მატჩში გუნდმა, სულ რაღაც, 2 მატჩი მოიგო ჩატარებული 10 შეხვედრიდან.
გუნდმა, უმტიტის გარეშე წააგო “სელტასთან”. ასევე, ვერ მოიგო “რეალთან” და “ატლეტიკოსთან”. ის ორად ორი გამარჯვება იყო მძიმე ბრძოლაში “სევილიასთან” და “ვალენსიასთან”.
დანარჩენი იხილეთ ქვემოთ:

“ატლეტიკოს” წინააღმდეგ (2-1) გამარჯვებაში, ნახსენებმა უმტიტიმ დიდი წვლილი შეიტანა. ის გოლი, რომელიც “ატლეტიკომ” გაიტანა, მასკერანოს შეცდომის გამო გავიდა.
მასკერანო, მაშინ ნახევარდაცვაში თამაშობდა. სანამ სერხიო ბუსკეტსი ტრავმირებული იქნება, სამუელ უმტიტი, დიდი ალბათობით, ითამაშებს ძირითადში, ხოლო მასკერანო – ნახევარდაცვაში.
ცნობისთვის, მასკერანო ახლა 32 წლისაა. მან ახალი კონტრაქტი ოქტომბერში გააფორმა. კონკურენცია უმტიტის და მასკერანოს შორის კი იზრდება. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
ახლა, შემოგთავაზებთ ამონარიდს ლუის ენრიკეს პრესკონფერენციიდან:
“უმტიტიმ გუნდში ადაპტაცია მალე და კარგად გაიარა, ეს იმის გამო, რომ მისი ტაქტიკური, ფიზიკური და ტექნიკური მომზადება ნამდვილად კარგ დონეზეა. მე ვაკვირდები მის თამაშებს, ის ზედგამოჭრილია “ბარსელონასთვის”. ეს არაა ნამდვილი უმტიტი, ის მალე კარგი მცველი დადგება.”
მისი შესაძლებლობების არსენალი მართლაც რომ დიდია. ის კარგად არჩევს პოზიციას, ძლიერია ფიზიკურად, საჰაერო ორთაბრძოლებს თითქმის არ აგებს, მას ასევე კარგად გამოსდის პასების კეთება და ბურთის ფლობა. და ის მხოლოდ 23 წლისაა…
“ბარსელონაში” თამაში ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა შეგეძლოს სწრაფი მოძრაობა და სწორი გადაწყვეტილების მიღების სწრაფი უნარი.
ასე რომ, ის იდეალური პარტნიორი პიკესათვის.




ჯერ მარტი ეგ ტრანსფერი ამართლებს ვნახოთ სეზონის ბოლომდე იქნებ სხვებიც ათამაშდნენ
კაცი თილისმა
ვარანს რო ადარებენ მაგაზე ვხალისობ ხოლმე
ვარანი 🙁 2 გოლი გაუვარდა ბარსასთან და აიტაცეს მას მერე , – არიქა ვარანი, ვარანი , ვარანი … სადაა, რა გააკეთა ვარანიმ მას მერე? რომელი იყო ვარანის კარგი თამაში ამ ორი გოლის მერე, მითხრას ვინმემ..
ვარანს რო ადარებენ მაგაზე ვხალისობ ხოლმე
და ამას დასცინიან მადრიდისტები :დდდ მაგარი მცველია, იმედია ასე გააგრძელებს. საერთოდ არ ნერვიულობს, ძალიან თავდაჯერებული, პასი კარგი, ხედვა კარგი, შეტევაში ერთვება, + აგრესია. #BIGSAM