კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ბილბაობს “ატლეტიკთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა, სადაც მსაჯების თემას შეეხო.
“ბილბაოს “ატლეტიკთან” რთული შეხვედრა გველის, ბასკები ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ, მათ მაღალი პრესინგი სჩვევიათ.
მსაჯების თემაზე საუბარი არ მსურს, ამას უბრალოდ აზრი არ აქვს, რაც არ უნდა ვთქვათ ამით არაფერი გამოსწორდება, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



