მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” კაპიტნებს ლუის ენრიკეს დარჩენა უნდათ

“ბარსას” კაპიტნებს ლუის ენრიკეს დარჩენა უნდათ

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” კაპიტანს, ანდრეს ინიესტას, ვიცე-კაპიტნებს – ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსა და გუნდის სხვა რიგ ფეხბურთელებს უნდათ, რომ კლუბმა მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან, კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ლუის ენრიკემ თავად არაერთხელ განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს და გადაწყვეტილების მიღებას, ამ საკითხთან დაკავშირებით, სეზონის ბოლოს აპირებს.

ლუის ენრიკე “ბარსელონას” სათავეში 2014 წელს ჩაუდგა. მან 2-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და თასი, 1-ელ – ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და უეფა-ს სუპერთასი. მის ანგარიშზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიცაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში